ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს და ევროპის წამლის სააგენტოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით, ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო დავზიანდებით!- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე განაცხადა.
წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარაკლისს აღავლენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1364 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 423 ადამიანი, 22 კი გარდაიცვალა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასტრაზენეკას მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეს იწყება, თავად აცრის პროცესი კი 12 ივლისს დაიწყება.
მჯერა, რომ თქვენ გამოხვალთ რა, ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში, ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროდესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საფრანგეთში ვაქცინაციის ჯავშნის ვებ-პორტალის ფოტო-სქრინს აქვეყნებს და წერს, რომ უკვე ვაქცინის მესამე დოზაზე რეგისტრაციაც იწყება.
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - „ფაიზერის“ ნაწილი შემოვა, დაგვაკვირდებიან როგორი ინტენსივობა იქნება აცრებთან დაკავშირებით და მომდევნო დოზები ამის მიხედვით შემოვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.