თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ავტომობილს სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს. მობილიზებულია პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი მეხანძრე, ოთხი ექიმი და საინფორმაციო სააგენტოს ერთი თანამშრომელია.