
თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ბერლინში, სადაც ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 21:14 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს ექვსი წელი მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოიხადოს ექვსი წელი, სხვა დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობას გამოძიება.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ინფორმაცია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი,– ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

თბილისის მერიის მხარდაჭერით და ღვინის კლუბის ორგანიზებით, 14 მაისს, მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 126 ადამიანი უკრაინის, ხოლო 21 - რუსეთის მოქალაქეა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ში ფასების ზრდასა და სურსათის გლობალური მიწოდების დეფიციტში უკრაინაში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უამრავ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.