2026 წლამდე ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის „ჰაიმარსის“ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას კონგრესმენი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნება დაიწყო. გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველად შედეგები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
NATO-ს ძალები (KFOR) კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ.
სერბეთსა და კოსოვოს შორის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ჩრდილოეთ კოსოვოში მოწყობილ ბარიკადებზე ერთი ეთნიკური სერბის დაშავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ, ქალაქის ცენტრში საკუთარი გამონათქვამის ძეგლი დადგა.
მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. დილით, საკანალიზაციო ჭაში ჩავადნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.