
„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინაში მოსკოვის გეგმის მიხედვით არ წარიმართა და რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 მაისს დღის ბოლოდან 16 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განათლების უწყებიდან აცნობეს.

15-17 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „ProWein-2022“ იმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

იტალიაში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

იტალიაში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

14-15 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა „RAW” (The Artisan Wine Fair) მიმდინარეობს, რომელშიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობს.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ, 1-დან 16 წლამდე ბავშვებში სიყვითლის გამოვლინებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირიც თანდათან ერწყმის ნატო-ს, ექცევა ნატო-ს ქვეშ და ეს, თავის მხრივ, უფრო და უფრო ხმამაღლა მეტყველებს მის გლობალურ ამბიციებზე.