ლიეტუვაში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლიეტუვის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.
ამერიკული სადესანტო სამხედრო გემი USS Kearsarge კლაიპედის პორტში 20 აგვისტოს შევიდა.
ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკული ხომალდი ლიეტუვაში ნატო-ს მოკავშირეებისადმი სოლიდარობისა და ერთიანობის გამოსახატად ჩავიდა.
USS Kearsarge-ის სიგრძე 257,3 მეტრია, ხოლო სიგანე 60,1 მეტრი. გემის ეკიპაჟი 2 000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება.