რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა მანქანის გაჩერება ვერ შეძლო და მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც 2 სატვირთოს შორის მოჰყვა. სულ ავტოსაგზაო შემთხვევაში 5 ავტომობილი მონაწილეობდა. მიკროავტობუსში 18 ადამიანი იმყოფებოდა - ისინი ყაზახეთის მოქალაქეები იყვნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა ულიანოვსკის ოლქში მოხდა.