ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე, ძალადობრივი ჯგუფის მიერ აქციის ჩატარებას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს, შეერთებული შტატების საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვულმა რადიო მაესტროს „სატელეფონო ინტერვიუში“ განუცხადა, საქართველო ვერ შედგა როგორც ქვეყანა და ვერ შედგება.
„რაც რუსთაველის გამზირზე ხდება არის პოლიცის სისტემის სრული მოშლა, ხელისუფლების კრახი, საქართველო ვერ შედგა როგორც ქვეყანა და ჩემს სიცოცხლეში ეს ქვეყანა უკვე ვერ შედგება, ეს ნამდვილად ვიცი“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვულმა რადიო მაესტროს „სატელეფონო ინტერვიუში“ განუცხადა.
რასაც ახლა ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ არის რუსეთის ღრმა პროვინციად გადაქცევის საბოლოო მცდელობა - ამის შესახებ ერვოვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საკუთარ სოციალურ გვერდზე სტატუსი დაწერე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდს“ მოუწოდებს ღია და საჯარო სივრცეში არ გამართონ მარში.
გვინდა, შევახსენოთ ე.წ „მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დღეიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ვაქცინაციისთვის „სინოფარმით“ ასაცრელად რეგისტრაციის პორტალზე პრობლემები აღმოფხვრილია.