gorgia
ავერსი legi

2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად, მცირედით, 0.2%-ით შემცირდა და 1.2 მლნ მოგზაური შეადგინა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის” უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, აღნიშნული შემცირება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების წლიურად 19.0%-იანმა შემცირებამ განაპირობა, მაშინ როცა ტურისტული ვიზიტები წლიურად 4.0%-ით გაიზარდა (85.2% წილი მთლიან ვიზიტებში).

უფრო კონკრეტულად კი, I კვარტალში ვიზიტორები მნიშვნელოვნად შემდეგი ქვეყნებიდან შემცირდა:

ისრაელიდან (-17.5% წ/წ),
ირანიდან (-48.8% წ/წ),
სომხეთიდან (-11.2% წ/წ),
ინდოეთიდან (-29.5% წ/წ)
აზერბაიჯანიდან (-8.1% წ/წ).

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეს შემცირება უმეტესწილად დააბალანსა ვიზიტორების ზრდამ ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ), თურქეთიდან (+5.8% წ/წ), რუსეთიდან (+5.2% წ/წ), ჩინეთიდან (+48.6% წ/წ), უკრაინიდან (+24.5% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+36.6% წ/წ).

78