
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ასახულია სასულიერო პირის დაბადების დღის ტაძარში აღნიშვნა, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე) განცხადებას ავრცელებს .

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ საქართველოს ომში შეთრევის მსურველები იმ სასულიერო პირებსაც უპირისპირდებიან, რომლებიც ქვეყანის მშვიდონიან კურსს ეთანხმებიან.

მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც facebook-ზე ინფექციონისტი წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა კიდევ სამ ქვეყანაში - ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში, ჯამში კი 18 ქვეყანაში 300-მდე რეგისტრირებული შემთხვევაა.

"საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, პრეზიდენტს, ეკლესიას, არასამთავრობოებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირონ. ამ თემაზე მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, ,,ა’’ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კომიტეტი განიხილავს და ამტკიცებს, ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს.

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი Facebook-მომხმარებელ ქეთი წიკლაურის მიერ შსს-ს თანამშრომლის სახელით ქალებზე ძალადობის ტირაჟირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობს.

ტრაგედია ამერიკის შეერთებულ შტატებში - დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია 21 ადამიანი - მათ შორის 18 ბავშვი.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 00:07 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.