
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებით, სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს "სბერ ბანკის", "სვიფტიდან" ჩახსნას, მისივე თქმით, იგივე ბედს გაიზიარებს სხვა რუსული ბანკებიც და ეს იქნება რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაცია.

რუსი ოკუპანტები მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხანაში შეიჭრნენ. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით "უკრაინსკაია პრავდა" წერს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან.

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს.

აშშ-ს და დასავლეთის თანამდებობის პირები ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადებს.

რუსეთში მორიგი ხანძარია. ამჯერად, ცეცხლი მოსკოვთან ახლოს კრემლის გამომცემლობის საწყობში გაჩნდა.

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე იერიშები უწყვეტად გრძელდება - ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლავროვმა ჰიტლერი ებრაელად მოიხსენია, ზელენსკის თქმით ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტებს დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ის რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა.

აზოვსტალის ქარხანაში დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.