
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პუტინს ომი შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რუსული სამხედრო აგრესიის დროს, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად? – უკრაინაში, საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია.

36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა "აზოვსტალიდან" პოსტს აქვეყნებს და იქ არსებულ მდგომარეობას ჯოჯოხეთს უწოდებს:

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას "საფრთხეს უქმნის" - ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია, РИА Новости ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "დასავლეთში ნაციზმის რეაბილიტირებას ცდილობენ".

ნატოს გენ მდივანი კი არ გამორიცხავს, რომ რუსეთ უკრაინის ომი თვეები და წლები გაგრძელდეს. იენს სტოლტენბერგი რუსეთის ფედერაციას აფრთხილებს უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს, რადგან ატომური ომის წარმოება დაუშვებელია და მას გამარჯვებული არ ეყოლება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, "ტვიტერზე" უკრაინის მხარდამჭერი უსაფრთხოების ახალი პაკეტის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გამოცხადებული უკრაინისთვის განკუთვნილი აშშ-ის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაველ ლატუშკოს განცხადებით, რეალურად, ევროკავშირმა, პარტნიორებმა დემოკრატიულ ქვეყნებიდან სტრატეგიული შეცდომა ჯერ კიდევ 2020 წელს დაუშვეს, არ გაგებით იმისა, რომ ბელარუსების უმრავლესობამ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.