
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის წინადადებას, უკრაინის ევროკავშირის წევრობის ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და გააკრიტიკა.
მან აღნიშნა, რომ ათიათასობით უკრაინელმა თავისი სიცოცხლე ევროპული არჩევანისთვის გაწირა და არა სათითეებით თამაშის მორიგი სერიისთვის.
"კარგი ნაღმი ცუდი თამაშისას - ასე გამოიყურება ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების მცდელობები, ჩაანაცვლონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სიმბოლური ფორმატებით. ათიათასობით უკრაინელმა თავისი სიცოცხლე ევროპული არჩევანისთვის გაწირა და არა სათითეებით თამაშის მორიგი სერიისთვის. უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი," - დაწერა პოდოლიაკმა "ტვიტერზე".
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, თუ არა ათწლეულები. ამიტომ, პრეზიდენტმა ქვეყანას შესთავაზა ალტერნატივა - "ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა", რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას და სხვა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ "ძირითად ევროპულ ღირებულებებს".
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენ ბაერბოკის განცხადებით, კი უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე.