
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს.

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ახლა 600 დაჭრილი მებრძოლი იმყოფება, რომელთაც ევაკუაცია ესაჭიროებათ, ფოლადის ქარხნის შტურმი კი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.

ევაკუაციის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ადამიანები აქ კვდებიან, მებრძოლები კვდებიან, რადგან ჩვენ არ გვაქვს მათი დახმარების საშუალება და შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.

რუსეთმა კიდევ ერთი სამხედრო გემი დაკარგა. ჟურნალისტ სერგეი ვისოცკის თქმით, Project 23120 ხომალდს უკრაინული ნეპტუნი ზმეინის მახლობლად დაეჯახა.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვის თქმით, ყველას, ვინც რუსეთის წინააღმდეგაა, ომის ენით უნდა უპასუხონ. ამის სესახებ ის "ტელეგრამში" ვიდეოს აქვეყნებს.

ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვი უკვე გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

"აზოვსტალში" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა. ის სავარაუდოდ კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მის ცოლსა და პირადად მას, უკვე მეორე დღეა, ემუქრებიან პირები, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად.

თუ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

უკრაინამ რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შესთავაზა.