
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენ ბაერბოკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბაერბოკი დღეს კიევში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ გერმანია ნულამდე შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს.
ცნობისთვის, უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის ორივე ნაწილზე მუშაობა უკვე დაასრულა.