
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენ ბაერბოკის განცხადებით, გერმანია ნულამდე შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს და სამუდამოდ უარს იტყვის რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბაერბოკი დღეს კიევში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე.
ცნობისთვის, უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის ორივე ნაწილზე მუშაობა უკვე დაასრულა.