
უკრაინაში, აზოვსტალის ქარხანაში სავარაუდოდ, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას.

368 ხმით 57-ის წინააღმდეგ - შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, უკრაინისთვის დახმარების 40 მილიარდ დოლარიან პაკეტს მხარი დაუჭირა. ორმოცდაჩვიდმეტივე მოწინააღმდეგე რესპუბლიკელია. მხარდაჭერილი დოკუმენტი სენატს გადაეგზავნა, შემდეგ კი მას ხელს ჯო ბაიდენი მოაწერს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის წინადადებას, უკრაინის ევროკავშირის წევრობის ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და გააკრიტიკა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე არ თანხმდება აქამდე შეთავაზებულ არცერთ ვარიანტს "აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენ ბაერბოკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენ ბაერბოკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია ნატო-სა და ევროკავშირს გატეხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში“ დაბომბვისას დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ანტონ გერაშენკო „ტელეგრამში“ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში ახლა მთავარი თემა არის ის ფასი, რომლის გადახდაც მათ უწევთ იმისათვის, რომ უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომი გააჩერონ.