
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში ახლა მთავარი თემა არის ის ფასი, რომლის გადახდაც მათ უწევთ იმისათვის, რომ უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომი გააჩერონ.
ზელენსკის თქმით, ერთადერთი დამნაშავე, რომ მშვიდობა განადგურდა, არის და იქნება რუსული სახელმწიფო. ეს რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობაა.
,,ჩვეულებრივ, ევროპელებმა 9 მაისს გაიხსენეს მშვიდობის ფასი, რომელიც 77 წლის წინ, ჩვენი კონტინენტის ყველა ერმა გადაიხადა. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ აიცილონ თავიდან ასეთი საშინელი ომის განმეორება. ცხადია, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ევროპის დედაქალაქებში მთავარი თემა მშვიდობის ფასია, რომელიც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შესაჩერებლად უნდა გადაიხადონ. დარწმუნებული ვარ, ახლა მოსკოვშიც ეს არის მთავარი თემა, პროპაგანდაში ყველაფრის ჩვენება შეუძლიათ, მაგრამ რეალობის შეცვლა შეუძლებელია. რეალობა სიმშვიდეს მოითხოვს და ერთადერთი დამნაშავე, რომ მშვიდობა განადგურდა, არის და იქნება რუსული სახელმწიფო. ეს რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ზელენსკიმ.