
ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.

რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, არა მხოლოდ საქართველოსთან, სომხეთთან, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთანაც, ცდილობენ იპოვონ გარკვეული შესაძლებლობები იმისა, რომ შეისყიდონ ორმაგი დანიშნულების საქონელი.

აშშ უკრაინას გადაუდებელი სასურსათოს დახმარებისთვის დამატებით 215 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოს თითქმის მესამედი რუსების მიერაა ოკუპირებული. ამის გამო კი საქართველოს მუდამ არასტაბილურობის საფრთხე ექნება.

„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი საზოგადოებას მოუწოდებს, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ, რათა ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა, ომის დროს უქმად არ იდგნენ.

უკრაინელ მებრძოლებს, რომელთაგან ბევრი აზოვის ბატალიონის წევრია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დაკითხავს. ამის სესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის“ ავრცელებს.

უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალის“ ქარხანას ტოვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.