რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მიაღწია შეთანხმებას უკრაინასთან დაჭრილი ჯარისკაცების "აზოვსტალიდან" ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას BBC-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმების პირობებით, ჯარისკაცებს, რომლებიც ამ დროისთვის ალყაში იმყოფებიან, გადაიყვანენ ჰოსპიტალში, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
ინფორმაცია უკრაინის მხრიდან ჯერ არავის დაუდასტურებია.
ცნობილია, რომ ადგილზე მყოფებს საკვების და წყლის მარაგი უმთავრდებათ.