უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებისთვის უკრაინის ჯარი რუსეთის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის მზად იქნება, მას სემდეგ რაც მძიმე შეიარაღების საკმაო მოცულობას მიიღებს პარტნიორებისგან.
მისი თქმით, უკრაინა იარაღს მიიღებს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან "ლენდ-ლიზის" პროგრამით, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც.
„ლენ-ლიზი" მხოლოდ ერთი წყაროა. გერმანელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე გადიან სწავლებას მათ ჰაუბიცებზე - Panzerhaubitze 2000. ძალიან კარგი და ხარისხიანი იარაღია.
პირველი სერიოზული იარაღი, სერიოზული რაოდენობით, ვფიქრობ ივლისზე ადრე არ ჩამოვა“,- განაცხადა არესტოვიჩმა.