უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.
მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, დღეს, დიდი ხნის განმავლობაში პირველად ქალაქი 500-ზე მეტი მანქანისგან შემდგარმა საევაკუაციო კოლონამ დატოვა, რომლებიც რუსების მხრიდან ნებართვას სამი დღის განმავლობაში ელოდნენ.
მოსკოვის მუქარა აღარავის აღარ აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 79-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხარკოვის ოლქის თანდათანობითი გათავისუფლება მოწმობს, იმას რომ ხელისუფლება მარტოს არავის დავტოვებს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს.
„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ახლა 600 დაჭრილი მებრძოლი იმყოფება, რომელთაც ევაკუაცია ესაჭიროებათ, ფოლადის ქარხნის შტურმი კი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.
ევაკუაციის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ადამიანები აქ კვდებიან, მებრძოლები კვდებიან, რადგან ჩვენ არ გვაქვს მათი დახმარების საშუალება და შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.
რუსეთმა კიდევ ერთი სამხედრო გემი დაკარგა. ჟურნალისტ სერგეი ვისოცკის თქმით, Project 23120 ხომალდს უკრაინული ნეპტუნი ზმეინის მახლობლად დაეჯახა.