
კრემლს არ სჯერა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების იმის თაობაზე, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებს რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტში მესამე ქვეყნების ჩართვის რისკი არსებობს.

უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსული მედია რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ქვედანაყოფის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, სერგეი ვოლინსკის (ვოლინა) სატელევიზიო ინტერვიუს ავრცელებს.

ლუდმილა დენისოვა უკრაინის ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ლუდმილა დენისოვას ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გრძელვადიანი სტაბილურობა თურქეთის გარეშე ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გავლენიან ბრიტანულ გამოცემა „ეკონომისტისთვის“ დაწერილ საავტორო სტატიაში წერს.

ჟოზეფ ბორელის თქმით, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა არის გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად.

ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მოიპარეს და ეძებენ გზას, როგორ გაყიდონ, – ამის შესახებ საღამოს ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ევროპამ უნდა აჩვენოს ძალა, ვინაიდან მხოლოდ ძალას მიიჩნევს რუსეთი არგუმენტად – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკის გაჟონვა მოხდა. ამ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო ავრცელებს.