უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-100 ჯარისკაცს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთითაა.