
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთისთვის 2020-იანი წლები ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცების პერიოდი იქნება.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.მედიის ინფორმაციით, დაღუპული მებრძოლი გიორგი გრიგოლიაა, რომელიც დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა.

უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა ლასლო კევერმა განაცხადა, რომ ვერ იხსენებს მაგალითებს, როცა დახმარების სათხოვნელად ისეთი ტონით მიმართავდნენ როგორც ამას ზელენსკი აკეთებს.

უნგრეთი ჯიუტად განაგრძობს უკრაინისთვის ლაფის დასხმას და რუსეთის გათეთრებას, – ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი უნგრეთის პარლამენტის სპიკერ ლასლო კევერის განცხადებას.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი დარტყმებს განახორციელებს.

პოდოლიაკი კიევზე დღეს დილით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება და ამბობს, ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის საშუალებას არ აძლევს.

რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სარაკეტო დარტყმები დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებში განხორციელდა. დაიბომბა საქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინა მომავალი 10 წლისთვის ნატოს თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილი გახდება.

რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს შეუძლია მხოლოდ საფრანგეთის დამცირება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის.