
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში დანგრეული ეკლესიების, ძეგლებისა და სკოლების გამო, UNESCO-ს წევრი აღარ უნდა იყოს.

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდას ლავრა დაბომბეს, ეკლესია ამ წუთებშიც იწვის. ცეცხლმოკიდებული ტაძრის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

უკრაინის დროშა, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი დამცირებული არ იყოს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტის გზები მოიძებნოს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები "აზოვსტალის" დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან.

ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არალეგალური შეჭრა, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.

ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და კვლავ აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ოდესის პორტში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთი დაბრკოლება არის ის, რომ რუსეთს შეუძლია, ეს დერეფანი ქალაქზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ კულებამ „ტვიტერში“ დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალში ვერ ეტყვის უკრაინის ლიდერებს, რომ ომის დროს მხარს უჭერდნენ.

დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ, – ამის შესახებ სერგეი ლავროვმა განაცხადა.