
ყინული დაიძრა, უკრაინამ მოიპოვა შანსი გერმანიისგან მიიღოს უახლესი და თანამედროვე იარაღი – სტეფანჩუკი
რუსლან სტეფანჩუკი გერმანიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ, რადას სპიკერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

მთელი მსოფლიო მიეჩვია ამ ომს, რაც ძალიან სევდიანია, – ამის შესახებ, რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა განაცხადა.

რუსეთი წყნარ ოკეანეში სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ, ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს.

როგორც ნედ პრაისი ამბობს, აშშ-მა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა ჩვენ მიერ გადაცემულ შეიარაღებას რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

უკრაინულმა არმიამ სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

უკრაინელები ძალიან მამაცურად იბრძვიან, რადგან მათ ზუსტად იციან, რა სახის მომავალი სურთ, უკრაინელებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავს უკვე ევროკავშირის წევრად თვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უკრაინის სცენარით უნდა განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისთვის იყო ამდენი სიკვდილი, –განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.