უკრაინულმა არმიამ სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
„ახლა რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა შოკშია. მათ უკვე გაუგზავნეს ანგარიში მეთაურებს, რომ ქალაქი სევეროდონეცკი აიღეს, როდესაც ჩვენმა ძალებმა ხისტი საპასუხო დარტყმა მიაყენეს და ახლა მოსკოველ ამხანაგებს ანადგურებენ საზარბაზნე ხორცივით და ეს ხდება მიუხედავად რუსების უპირატესობისა ავიაციასა და არტილერიაში. ჩვენი ჯარი აჩვენებს არაჩვეულებრივ სიმამაცეს, ხოლო მეთაურები – ტაქტიკურ ნიჭს”, – წერს არესტოვიჩი
მისივე თქმით, ახლა რუსეთის ხელმძღვანელობა სევეროდონეცკში აგზავნის მათ ხელთ არსებულ მთელ ძალას, რათა ქალაქი შეინარჩუნონ.
„ჩვენი ბიჭები ლომებივით იბრძვიან”, – წერს არესტოვიჩი.