უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ გაერთიანებას გააძლიერებს.
ზელენსკი, დარწმუნებულია, რომ ევროკომისიისგან დადებით პასუხს მალე მიიღებს.
"დღეს დაიწყო დიდი დიპლომატიური მარათონის დასკვნით ეტაპი, რომელიც კვირანახევარში უნდა დასრულდეს. ჩვენ ნამდვილად ვართ ამ მარათონში ევროკავშირთან ერთად, ერთ გუნდში და ამ გუნდამ უნდა გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხს მალე მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი.
კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში იმისთვის, რომ სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს? მაგალითად, რუსი ოკუპანტებისთვის ყველაფერი აშკარაა. ისინი ასე ამბობენ, რომ როდესაც დასცინიან ჩვენს ხალხს, რომ ეს ხდება ვითომ იმის გამო, რომ უკრაინა ევროპაში წავიდა.
ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ უფრო ძლიერად მუშაობას ყველა დონეზე, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა:
"ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გაიმართა და ევროკომისიის პრეზიდენტთან. მოხარული ვარ, აღვნიშნო მისი გულწრფელობა. სწორედ ევროკომისია, რომელიც მოამზადებს დასკვნას ჩვენს განცხადებაზე. უკრაინამ ძალიან მოკლე დროში გასცა ყველა საჭირო პასუხი და ეს გაკეთდა მაღალი ხარისხით", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.