იმისათვის, რომ უკრაინისადმი, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი ყურადღება არ შემცირდეს, ყველამ უნდა გააგრძელოს საუბარი იმაზე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
"იმისათვის, რომ უკრაინისადმი, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი ყურადღება არ შემცირდეს, ყველამ უნდა გააგრძელოს საუბარი იმაზე, რაც ხდება. გაავრცელეთ ინფორმაცია. მხარი დაუჭირეთ ჩვენს საჭიროებებს. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით ეხება ჟურნალისტებს. დღეს კი, სხვათა შორის, მინდა ვუსურვო მათ, რომ არ ჩაიკეტონ ჩვენს შიდა უკრაინულ კონტექსტში. რაც უფრო მეტს ვიტყვით უკრაინაზე მსოფლიოში, მით უფრო მალე შევძლებთ ომის დასრულებას და ჩვენი მიწის გათავისუფლებას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 102-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში და ჟურნალისტებს მიმართავს.