უკრაინა ომისთვის გასული წლიდან ემზადება, რა გააკეთეს სხვა ქვეყნებმა მის შესაჩერებლად, მით უმეტეს, როდესაც იცოდნენ მოსკოვის გეგმების შესახებ, საკითხავია, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.
ამასთან, პოდოლიაკის თქმით, მძიმე იარაღის მიღება იანვარში რომ დაეწყოთ, ვითარება სხვაგვარი იქნებოდა.
„უკრაინა თუ „არ იყო მომზადებული“ ომისთვის, რატომ განხორციელდა რუსეთის პირველი დარტყმები მაკეტებზე, მთელი საბრძოლო მასალა გაბნეული იყო, ხოლო წვრთნები იანვარში და თებერვალში მიმდინარეობდა? უკრაინა ომისთვის გასული წლიდან ემზადება: შემოჭრის შესახებ არა მხოლოდ დასავლურის, არამედ ჩვენი დაზვერვიდანაც ვიცოდით. თუ სხვები სამ დღეს გვაძლევდნენ, უკრაინის დაზვერვა ამბობდა: გავუძლებთ. რა გააკეთეს სხვა ქვეყნებმა ამის შესაჩერებლად, მით უმეტეს, როდესაც იცოდნენ მოსკოვის გეგმების შესახებ – საკითხავია. მძიმე იარაღის მიღება იანვარში რომ დაგვეწყო, ვითარება სხვაგვარი იქნებოდა“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა.