უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა ლასლო კევერმა განაცხადა, რომ ვერ იხსენებს მაგალითებს, როცა დახმარების სათხოვნელად ისეთი ტონით მიმართავდნენ არა მხოლოდ ოფიციალურ ბუდაპეშტს, არამედ მაგალითად, გერმანიის კანცლერსაც, როგორც ამას ზელენსკი აკეთებს.
„ჩვეულებრივ ის, ვინც დახმარებას საჭიროებს, ამის შესახებ თავაზიანად ითხოვს, რა თქმა უნდა, დაჟინებით, მაგრამ არა მოთხოვნის ან მუქარის სახით. ემუქრებიან მტრებს და არა იმათ, ვისი მეგობრად ყოლაც სურთ“, – აღნიშნა ლასლო კევერმა უნგრული მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.