უკრაინელი პოლიტოლოგის მიკოლა დავიდიუკის განცხადებით, რუსეთი მოსკოვის საპატრიარქოს მრევლს თანამზრახველებლად იყენებს. ამის შესახებ, მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.
„მოდით, გულწრფელად ვთქვათ, რომელ ქრისტიანებზეა საუბარი?! დღეს დონეცკში სვიატოგორსკის ლავრა იწვის, ეს იმ სამიდან ერთ-ერთი ლავრაა, რომელიც მართმადიდებლურ სამყაროშია, და უკრაინის ტერიტორიაზეა. რუსებმა მას ცეცხლი წაუკიდეს, წარმოგიდგენიათ, სვიატოგორსკის ლავრას ცეცხლი წაუკიდეს. ათეულობით მღვდელია მოკლული, აი ეს არის რუსეთი,რუსეთი მოსკოვის საპატრიარქოს მრევლს თანამზრახველებლად იყენებს. დღეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთს რაღაც კავშირი აქვს რელიგიასთან, ძალიან მცდარი აზრია. ესენი არიან მღვდლის ფორმაში გადაცმული მკვლელები. უკრაინაში რუსული ეკლესია დღეს რუს ჯარისკაცებს ეხმარება, ეკლესიებში იარაღებიც კი იყო ნაპოვნი. ისინი უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ლოცულობენ. აქედან გამომდინარე, რუსულ ეკლესიას და რუსეთს არანაირი კავშირი არა აქვთ რელიგიასთან. მათი არსი ანტიადამიანურია” – განაცხადა დავიდიუკმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ