უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეპროპეტროვსკის რეგიონის დღევანდელ რუსეთის დაბომბვას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"რუსული ტერორის ეს მორიგი გამოვლინება, ისევე როგორც მიკოლაივსა და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი.
რაც მეტი დანაკარგი ექნებათ ოკუპანტებს, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას. თუ თითქმის 43 000 დაღუპული რუსი ჯარისკაცი ვერ არწმუნებს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ ომიდან გამოსვლის გზები უნდა მოძებნოს, მაშინ მეტი ბრძოლაა საჭირო, მეტი შედეგია საჭირო დასარწმუნებლად" – განაცხადა ზელენსკიმ.